ნინო წილოსანი: უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ კანონი გამოშიგნული იყო იმ უმნიშვნელოვანესი მექანიზმებისგან, რომლითაც გარე ჩარევები უნდა იყოს იდენტიფიცირებული, რამაც დაგვანახა საჭიროება, რომ ეს პროცესი განგვეახლებინა

პარლამენტში ამერიკული „ფარას” ანალოგის დაინიცირების შესახებ მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს ერთი მხრივ შეამცირებს გარე გავლენებს, მეორე მხრივ კი გამჭვირვალობის კანონის ირგვლივ სპეკულაციების სივრცეს აღარ დატოვებს.

„ასეთი პრინციპის კანონის დაინიცირება ჩვენ უკვე ვცადეთ. უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ მიღებულმა კანონმა, რომელიც იყო გამოშიგნული ყველა ძირითადი პრინციპისგან და იმ უმნიშვნელოვანესი მექანიზმებისგან, რომლითაც ასეთი ჩარევები უნდა იყოს იდენტიფიცირებული, დაგვანახა საჭიროება, რომ განგვეახლებინა ეს პროცესი და რაც მთავარია, ყველანაირი სპეკულაციისგან თავის არიდების მიზნით კანონი დაინიცირდება ერთი-ერთში იდენტური, როგორც ის მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში“, – აცხადებს წილოსანი.

პარლამენტში ამერიკული „ფარას” ანალოგი მიმდინარე კვირაში დაინიცირდება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი გამსახურდია: ზოგი პოლიტიკოსი რომ დამდგარა, აი ჩვენ იმდენი გადავიტანეთ და...

ზოგი პოლიტიკოსი რომ დამდგარა და ბაზრობს, რომ აი ჩვენ იმდენი გადავიტანეთ, ამას გავუძელით, იმას გავუძელით და ვალს ადებენ, თავიანთი ჭკუით ბიძინას. რასაც მოესწარით, ყველაფერს...