ნიკოლოზ სამხარაძე შაჰინის განცხადებაზე-არა ერთხელ მოგვისმენია მსგავსი განცხადებები, თუმცა, ეს სიახლეა, როდესაც დაუდასტურებელ ინფორმაციაზე ან ვარაუდებზე ხდება განცხადებების გაკეთება

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ კომენტარი გააკეთა სენატორ ჯინ შაჰინის იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც გიორგი ბაჩიაშვილის შესახებ ცნობებს ქართულ დემოკრატიაზე დარტყმა უწოდა.

სამხარაძის თქმით, „დაუდასტურებელ ინფორმაციაზე ან ვარაუდებზე ხდება განცხადებების გაკეთება“. მისივე თქმით, თუ ვინმეს რაიმე კითხვები აქვს, შეუძლიათ მიმართონ როგორც ქართულ, ასევე გაერთიანებული საამიროების სამართალდამცავებს.

„არა ერთხელ მოგვისმენია მსგავსი განცხადებები, თუმცა, ეს სიახლეა, როდესაც დაუდასტურებელ ინფორმაციაზე ან ვარაუდებზე ხდება უკვე განცხადებების გაკეთება. არათუ დადასტურებული არ არის, საერთოდ სპეკულაციების სფეროდან არის. თუ ვინმეს რაიმე კითხვები აქვს მაშინ, მათ შეუძლიათ მიმართონ როგორც ქართულ, ასევე გაერთიანებული საამიროების სამართალდამცავებს. ეს ეპითეტები, რომელსაც ასე უხვად ურიგებენ ხოლმე სხვადასხვა ადამიანებს მერე თვითონ ამ ეპითეტების გაუფასურებას იწვევს, სამწუხაროდ“-განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ფაქტები არის კონსტიტუციის...

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ „სარჩელის განხილვა სასამართლოს პროცესზე, ეს არის პრევენცია“. მისივე განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების...