ნიკოლოზ სამხარაძე: ევროპარლამენტის ანგარიშის მომხსენებელს, რასა იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს

რაც უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევთ და ვისაუბრებთ მათზე, მეტ სისულელეს დაწერენ, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკასთან“.

დეპუტატი გამოეხმაურა ევროპარლამენტის ანგარიშს, რომელიც საქართველოს საზოგადოებაში პოლარიზაციისა და რადიკალური განწყობების წახალისების მორიგ მცდელობად შეფასდა.

„[ევროპარლამენტის ანგარიშის] მომხსენებელს, რასა იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია ამ თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს. რაც უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევთ და ვისაუბრებთ მათზე, მეტ სისულელეს დაწერენ. ვფიქრობ, საჭიროა სრული იგნორირება მათი ამ უაზრო ტექსტებისა და განცხადებების, თუ ანგარიშების, იმდენად არასერიოზული და საფუძველს მოკლებულია ყველაფერი ის, რაც ამ ტექსტებშია ასახული“, – აღნიშნა სამხარაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ალი ასადოვი – საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია,...

საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხები საუკუნეების განმავლობაში მოძმე, მეგობრულ ვითარებაში ცხოვრობენ, — ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, ალი...