ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული

ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაურის უფლებადამცველმა ბექა გულედანმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის პოზიცია საზოგადოებას გააცნო, რომელსაც სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი ეხმიანება.

როგორც მეტრეველი აღნიშნავს, დემოკრატიაზე ლიტონი საუბარი არ არის ინდულგენცია. ისევე როგორც, პატრიოტიზმი მხოლოდ ლამაზი სიტყვები არ არის, ის პირველ რიგში საკუთარი ქვეყნის ერთგულებით იზომება.

ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ სამართალდამცავი ორგანოები ძალიან მალე ყველაფერს დაადგენენ და საქართველოს წინაშე ყველა ჯაშუში პასუხს აგებს.

„ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული.
დემოკრატიაზე ლიტონი საუბარი არ არის ინდულგენცია. ისევე როგორც, პატრიოტიზმი მხოლოდ ლამაზი სიტყვები არ არის, ის პირველ რიგში საკუთარი ქვეყნის ერთგულებით იზომება.

საზოგადოებისთვის მორალის შესახებ ქადაგება მარტივია, ბევრად რთულია თავად იყო იმ სტანდარტის შესაბამისი, რომელსაც სხვებს სთხოვ.

დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავი ორგანოები ძალიან მალე ყველაფერს დაადგენენ და საქართველოს წინაშე ყველა ჯაშუში პასუხს აგებს.“ – წერს მეტრეველი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გურამ მაჭარაშვილი: “ხალხის ძალა” სულ ვამბობდით, რომ არ არსებობს არანაირი რეცეპტი...

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე რადიკალური ოპოზიციის გამოსვლებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ, წარსულში ჩადენილი ქმედებების მიუხედავად,...