ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატმა “ქართული ოცნებიდან“, შალვა მაისურაძემ მოსახლეობასთან შეხვედრები ჭყონდიდელის, ბენდელიანის ქუჩებზე და ერისთავის ჩიხში გამართა

პარტია „ქართული ოცნების“ ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა მაისურაძე ჭყონდიდელის ქუჩა N20-ში, ბენდელიანის N14/144-ში და ასევე, ერისთავის ჩიხში მცხოვრებ ამომრჩევლებს შეხვდა.

„ძალიან კარგი შეხვედრები გვქონდა მოსახლეობასთან. ვისაუბრეთ ჩვენი გუნდის გეგმებზე, სამომავლო პროექტებზე, ასევე, ყურადღება გავამახვილეთ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე. გავეცანით მათ საჭიროებებს, რასაც მომავალში ერთობლივი ძალებით მოვაგვარებთ“, – აღნიშნა შალვა მაისურაძემ.

მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად ერისთავის ჩიხში მცხოვრებ მოქალაქეებს საქართველოს პარლამენტის დეპუტატები რატი იონათამიშვილი და ირაკლი ხელაძე შეხვდნენ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკოლოზ მეტრეველი: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი...

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი ნაწილის დუმილი განსაკუთრებით თვალშისაცემია. მათ შემყურე კაცს ეგონება, თვითმფრინავმა თბილისს თავზე გადაუფრინა და გზა გააგრძელა...