მიხეილ სააკაშვილი: რა სჭირთ პარტიების წარმომადგენლებს ბათუმში? უკაცრავად და ვის მიერ ჩადენილ დანაშაულს აღიარებთ როგორც ფაქტს – ჩემს მიერ კაჩინსკის გასვენებაში მიტანილ გვირგვინს, უკრაინის პრეზიდენტის და ჰილარის გამასპინძლებას, 4 პიჯაკს და 1 პალტოს აღიარებთ დანაშაულად, თუნდაც ვაზაგაშვილის და აფრასიძეების განეიტრალებას და ამისგან პარტიის გამიჯვნას ითხოვთ? ყოჩაღ თქვენ!

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში საკონსტიტუციო სასამართლოში 5 პარტიის, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის პროცესს ეხმაურება.

„რა სჭირთ პარტიების წარმომადგენლებს ბათუმში? მოდით გავმიჯნოთ ცალკეული პირების დანაშაული პარტიებისგანო. უკაცრავად და ვის მიერ ჩადენილ დანაშაულს აღიარებთ როგორც ფაქტს – ჩემს მიერ კაჩინსკის გასვენებაში მიტანილ გვირგვინს, უკრაინის პრეზიდენტის და ჰილარის გამასპინძლებას, 4 პიჯაკს და 1 პალტოს აღიარებთ დანაშაულად, თუნდაც ვაზაგაშვილის და აფრასიძეების განეიტრალებას და ამისგან პარტიის გამიჯვნას ითხოვთ? ყოჩაღ თქვენ!

თუ არ შეგიძლიათ თავის უფრო ჭკვიანური არგუმენტებით დაცვა, გაეშვით დიქტატურის თამაშში მონაწილეობას, ნუ შედიხართ ყალბ იურიდიულ სქოლასტიკაში და წადით სახლში! ასეთია ჩემი აზრი!

აშკარად დააკლდა ზაზა ბიბილაშვილი მანდაურობას, თუმცა ანი წითლიძემ სწორად გააკეთა, რომ ყველა “საქმეზე” ცალ-ცალკე მოითხოვა საუბარი.

ზაზა სასწრაფოდ მოდი უკან და აჩვენე კლასი და შეახსენე, რომ საუბარია არა რაღაც მოკრიმინალო პარტიაზე, არამედ საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული პოლიტიკოსების ჯგუფზე, რომელთაც ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად, უამრავი ღალატის ხელში, შექმნა წარმატებული ქართული სახელმწიფო!“ – წერს სააკაშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მაკა ბოჭორიშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერთან, შეიხ აბდულა...

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, შეიხ აბდულა ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანთან. საქართველოს საგარეო საქმეთა...