მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ჩინეთის ელჩმა მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა. საუბარი შეეხო პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივას.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თავისუფალი ვაჭრობა, სტრატეგიული პარტნიორობა და უვიზო რეჟიმი ხელს უწყობს ქართულ-ჩინური ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას, აძლიერებს ხალხთაშორის კონტაქტებს, ბიზნესკავშირებს და ეკონომიკურ თანამშრომლობას. ყურადღება დაეთმო შუა დერეფნის მნიშვნელობას და საქართველოს სატრანზიტო როლს.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველო მზად არის, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი შუა დერეფნის განვითარებას, უსაფრთხოებასა და ეფექტიანად ფუნქციონირებას.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონში და საერთაშორისო დონეზე არსებულ გამოწვევებზე და ხაზი გაესვა სტაბილურობისა და მშვიდობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

საქართველოს პრეზიდენტმა დიპლომატს პრეზიდენტის რეზიდენციაში უმასპინძლა.

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ეკა სეფაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ძალიან ბევრი ადამიანი აკვირდება და...

საქართველოს სასამართლო სისტემაში უხეშ ჩარევად შეაფასა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით უცხოელი...