მიხეილ ყაველაშვილი: როგორც კი ხელოვნური ჩარევები შეწყდება, აუცილებლად გავმართავთ დისკუსიას რას მოუტანს საქართველოს ევროპა და ევროპას საქართველო

ჩვენ რომ საღად მოაზროვნე ოპოზიცია გვყავდეს, სწორედ ამ კითხვაზე უნდა ვმსჯელობდეთ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად. ჩემი შვეიცარიული გამოცდილება მაჩვენებს, თუ როგორ ხდება მსგავსი თემების განხილვა. როგორც კი ხელოვნური ჩარევები შეწყდება, აუცილებლად გავმართავთ დისკუსიას რას მოუტანს საქართველოს ევროპა და ევროპას საქართველო, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა შვეიცარიულ გამოცემა „Neue Zürcher Zeitung“-ის ჟურნალისტის შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ევროპა, რომ საქართველო მისი ნაწილი იყოს.

ყაველაშვილის განცხადებით, ქართველებმა არ უნდა დათმონ საკუთარი განსხვავებულობა და არ უნდა იყვნენ მხოლოდ ევროპელები.

„ეს ეხება ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ენას და ჩვენს ქრისტიანულ რწმენას. ქართველი არსებობას და რწმენას ერთმანეთს უკავშირებს. ენის და რელიგიის გარეშე საქართველო ვერ გადარჩებოდა. ჩვენ არ ვართ მრავალრიცხოვანი ერი, თუმცა მრავალფეროვნება არის ჩვენი განაცხადი. ჩვენ არ უნდა დავთმოთ ჩვენი განსხვავებულობა და არ უნდა ვიყოთ მხოლოდ ევროპელები“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თამთა მეგრელიშვილი: საერთაშორისო არენაზე განვითარებული პროცესების ანალიზი აჩვენებს, რომ დღეს სასწორზე...

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს შეკრება გარე ძალების სტრატეგიასა და მიზნებს...