მე ამირჩიეს გამოწვევებთან გასამკლავებლად და არ ვაპირებ გავექცე მათ და ქვეყანა ქაოსში გავხვიო – კირ სტარმერი მისი პარტიის არჩევნებში წაგების მიუხედავად გადადგომას არ აპირებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ მისი „ლეიბორისტული პარტიის“ მიერ ადგილობრივ არჩევნებში წაგების მიუხედავად გადადგომას არ აპირებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„მოდით, პირდაპირ გეტყვით, ეს ძალიან ცუდი შედეგებია. შელამაზებას არ დავიწყებ. ჩვენ დავკარგეთ „ლეიბორისტული პარტიის“ ბრწყინვალე წარმომადგენლები, ადამიანები, რომლებმაც ძალიან ბევრი გააკეთეს საკუთარი საბჭოებისთვის და ჩვენი პარტიისა და მოძრაობისთვის. ამომრჩევლებმა გვითხრეს, თუ რა ნაბიჯებია გადასადგმელი ცვლილებებისთვის, თუ როგორ სურთ მათ საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესება. მე ამირჩიეს ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად და არ ვაპირებ გავექცე მათ და ქვეყანა ქაოსში გავხვიო“, – განაცხადა სტარმერმა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ საკმარისად არ დაარწმუნა ადამიანები, რომ მათი ცხოვრების დონის შეცვლა და გაუმჯობესება შესაძლებელია.

ცნობისთვის, გუშინ დიდ ბრიტანეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. წინასწარი შედეგების მიხედვით, არჩევნებში ოპოზიციური პარტია „გაერთიანებული სამეფოს რეფორმა“ ლიდერობს, რომლის ლიდერი პოლიტიკოსი ნაიჯელ ფარაჯია. მეორე და მესამე ადგილებს „კონსერვატორები“ და სტარმერის „ლეიბორისტული პარტია“ იყოფენ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ალი ასადოვი – საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია,...

საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხები საუკუნეების განმავლობაში მოძმე, მეგობრულ ვითარებაში ცხოვრობენ, — ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, ალი...