მე -11 მოწვევის პარლამენტმა დეპუტატთა ახალი შემადგენლობის უფლებამოსილება ცნო

88 ხმით არც ერთის წინააღმდეგ – მე -11 მოწვევის პარლამენტმა დეპუტატთა ახალი შემადგენლობის უფლებამოსილება ცნო. ასევე, კენჭი ეყარა იმ დეპუტატთა უფლებამოსილების ცნობას, რომლებიც მანდატებზე ამ დრომდე უარს ამბობენ.

უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, დეპუტატებმა ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადეს. შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი.

ახლად არჩეული პარლამენტის სხდომა უხუცესმა წევრმა ლადო კახაძემ გახსნა.

რეგისტრაცია 89 წევრმა გაიარა. სხდომას არ დაესწრო ოპოზიცია, რომელიც ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება.

დღევანდელ სხდომაზე ჩამოყალიბდება ფრაქციები, დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარეს, მის პირველ მოადგილესა და სხვა მოადგილეებს აირჩევენ, რისთვისაც 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საკმარისი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ალი ასადოვი: საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია, გასული...

საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხები საუკუნეების განმავლობაში მოძმე მეგობრულ ვითარებაში ცხოვრობენ, - განაცხადა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალიასადოვმასაქართველოსა და...