აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ამერიკა კომერციული სატვირთო მანქანების მძღოლებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს.
„ჩვენ დაუყოვნებლივ ვაჩერებთ სამუშაო ვიზების გაცემას კომერციული სატვირთო მანქანების მძღოლებისთვის. უცხოელი მძღოლების მზარდი რიცხვი, რომლებიც აშშ-ის გზებზე დიდ სატვირთო მანქანებს ატარებენ, ამერიკელების სიცოცხლეს და ამერიკელი მძღოლების საარსებო საშუალებას საფრთხეს უქმნის“, – დაწერა რუბიომ.









