მარიამ ლაშხი ცესკოში მომხდარ ინციდენტზე: დღევანდელი სამარცხვინო საქციელი კიდევ ერთი დიდი ლაქაა იმ უამრავ შავ და ბინძურ ლაქებს შორის, რაც ნაცისტებს გაქვთ! შემსრულებელ დავით კირთაძეს და ყველა მისნაირ არაკაცს პასუხისგება მოუწევთ!

დღევანდელი სამარცხვინო საქციელი კიდევ ერთი დიდი ლაქაა იმ უამრავ შავ და ბინძურ ლაქებს შორის რაც ნაცისტებს გაქვთ!

მთელი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” შავ ლაქად აზის ქვეყანას! – ასე ეხმიანება

“ქართული ოცნების“ წევრი მარიამ ლაშხი, ცესკო-ს სხდომაზე „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, დავით კირთაძის მიერ ცესკოს თავმჯდომარისთვის, გიორგი კალანდარიშვილისთვის საღებავის შესხმას.

მისივე თქმით, ყველაზე დიდი უბედურებაა, რომ კირთაძეს ამ საქციელს უწონებენ. მანვე აღნიშნა, რომ დავით კირთაძეს და ყველა მისნაირ არაკაცს პასუხისგება მოუწევთ მათ ქმედებებზე.

“დღევანდელი სამარცხვინო საქციელი კიდევ ერთი დიდი ლაქაა იმ უამრავ შავ და ბინძურ ლაქებს შორის რაც ნაცისტებს გაქვთ!

მთელი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” შავ ლაქად აზის ქვეყანას!

ყველაზე დიდი უბედურება კი ის არის მარჯვენას ვინც უქებთ!!!

მაგ მენტალიტეტით, მაგ ბოროტებით და არაადამიანურობით ვერსად თავს ვერ დაიმკვიდრებთ!

რაც შეეხება ამის ჩამდენებს, მათი ადგილი ქართულ პოლიტიკაში არაა❗️

შემსრულებელ დავით კირთაძე და ყველა მისნაირ არაკაცს პასუხისგება მოუწევთ!” – წერს მარიამ ლაშხი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ჩვენი გუნდისთვის ადამიანის ღირსება, მოქალაქეთა არჩევანი, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი...

თავისივე წამოცდენით გააქარწყლეს ერთკვირიანი კამპანია თითქოს ვერ იგებდნენ რომელ პარტიას რა ნაწილში ვედავებით კონსტიტუციის დარღვევას, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ...