მამუკა ყურაშვილი: “თამაზ გინტური 2008 წლის აგვისტოს ომის გმირია, იგი მსახურობდა კარალეთის სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფში ზურგის სამსახურში”

გენერალი მამუკა ყურაშვილი ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურს იხსენებს. ამბობს, რომ ის აგვისტოს ომის გმირია და ოკუპაციას არასდროს ეგუებოდა.

“თამაზიც შეეწირა იმას, რომ არ ეგუება საქართველოს ძირძველი მიწის დროებით ოკუპირებას. აქედან გამომდინარე, მინდა ვთქვა და გავიხსენო, რომ ის არის გმირი მებრძოლი, რომელიც 2008 წელს ღებულობდა მონაწილეობას, იგი მსახურობდა კარალეთის სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფში ზურგის სამსახურში და იყო გამორჩეული ქართველი. ძალიან სამწუხაროა ის ფაქტიც, რომ არის ძალიან დაგვიანებული რეაგირება და ფაქტობრივად, მიჩქმალვა იმის, რომ ოკუპირებულია საქართველოს ძირძველი მიწა. ძალიან სამწუხაროა ისიც, რომ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას გაჟღერებული აქვს პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში, რომ რაც გინდათ გააკეთეთ, ჩვენ არაფერზე პასუხს არ გაგცემთ და მაგის შედეგია დღევანდელი ტრაგედია, – ამბობს გენერალი ყურაშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი გამსახურდია: ზოგი პოლიტიკოსი რომ დამდგარა, აი ჩვენ იმდენი გადავიტანეთ და...

ზოგი პოლიტიკოსი რომ დამდგარა და ბაზრობს, რომ აი ჩვენ იმდენი გადავიტანეთ, ამას გავუძელით, იმას გავუძელით და ვალს ადებენ, თავიანთი ჭკუით ბიძინას. რასაც მოესწარით, ყველაფერს...