მამუკა მდინარაძე: ნაც.აგენტურა ისტერიულად არწმუნებდა ხალხს – გლობალური ომის პარტია, „დიფ სთეითი“, „ქართულმა ოცნებამ“ მოიგონა. პრეზიდენტ ტრამპს წარმატებას ვუსურვებ „დიფ სთეითისა“ და ომის პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ „დიფ სთეითის“ და ომის პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში დონალდ ტრამპს წარმატებას უსურვებს.

„ნაც.აგენტურა ისტერიულად არწმუნებდა ხალხს – გლობალური ომის პარტია, „დიფ სთეითი“, „ქართულმა ოცნებამ“ მოიგონა, რუსული ნარატივიაო.

გუშინდელს შემდეგ ამ „მოგონილი“ ბოროტების რამდენი მხარდამჭერი გაიშიფრა მსოფლიოში, ადგილობრივი აგენტურის ჩათვლით, ყველამ ვნახეთ.

მხილება გრძელდება…

პრეზიდენტ ტრამპს კი წარმატებას ვუსურვებ „დიფ სთეითისა“ და ომის პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში!“, – წერს მამუკა მდინარაძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ეკა სეფაშვილი: გვარამია და მისი რაზმი ცდილობდნენ თავი დაებრენდათ „პროდასავლური პარტიებად“...

რადიკალური ოპოზიციური პარტიების მხრიდან მსხვერპლად წარმოჩენის მცდელობაზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარი გააკეთა საკონსტიტუციო სასამართლოში „ახლების“...