მამუკა მდინარაძე: ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები შეთანხმებული არ ყოფილა და უმრავლესობის მიერ მოწონებული ვერ იქნებოდა

ყველა კანდიდატი, რომელიც არ იქნებოდა შეთანხმებული, უმრავლესობის მიერ მოწონებული ვერ იქნებოდა. ასეთი შეთანხმება არ ყოფილა, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებზე საუბრისას.

„შეთანხმების, კონსულტაციების გარეშე, ამ წესის დარღვევით წარმოდგენილ კანდიდატებს მხარდაჭერა ვერ ექნებათ. საერთოდ არ შევდივართ პერსონალიების განხილვაში. არ ხდება ასე მარტივად – რომ ვისაც ვინ უნდა წარადგენს და ახლა თქვენ განიხილეთ მოგწონთ თუ არა. ამას კითხულობენ წინასწარ, ხდება ხელისუფლების შტოებს შორის შეჯერება ასეთი საკითხების და შემდეგ ხდება მსგავს პოზიციებზე კანდიდატების წარმოდგენა. ამის გარეშე მოხდა კანდიდატების წარმოდგენა, რის გამოც უმრავლესობამ მათ მხარი არ დაუჭირა“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის შერჩეულ კანდიდატებს, საკომიტეტო მოსმენაზე მხარი არ დაუჭირეს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მაკრონი: საფრანგეთში ძალადობის ადგილი არ არის – ისინი, ვინც თავს ესხმოდნენ...

საფრანგეთის რესპუბლიკაში ძალადობის ადგილი არ არის, - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა. „ისინი, ვინც არბევდნენ და თავს ესხმოდნენ პრეფექტურებს, სავაჭრო ობიექტებსა და ჩვენს მერიებს, სისხლისსამართლებრივ...