საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბარბარა ფოსთან.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობები. საუბარი შეეხო ასევე ევროკავშირთან ურთიერთობებს.
მხარეებმა საქართველოში და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა უსაფრთხოების გამოწვევებსა და მშვიდობის მნიშვნელობას.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანიის ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ იგი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებაში პოზიტიურ წვლილს შეიტანს.









