მაკა ბოჭორიშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუციაში სააკაშვილის საკითხის კიდევ ერთხელ წამოწევის რეალური მიზანია მაქსიმალური ზეწოლა განახორციელონ საქართველოზე და ქართულ მართლმსაჯულებაზე და მოხდეს დამნაშავეების გმირებად შერაცხვა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით გათავისუფლებასთან დაკავშირებულ ჩანაწერზე ისაუბრა.

ბოჭორიშვილის თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში სააკაშვილის საკითხის კიდევ ერთხელ წამოწევის რეალური მიზანია მაქსიმალური ზეწოლა განახორციელონ საქართველოზე და ქართულ მართლმსაჯულებაზე და მოხდეს დამნაშავეების გმირებად შერაცხვა.

„რაც შეეხება სააკაშვილის საკითხის კიდევ ერთხელ წამოწევას ევროპარლამენტის რეზოლუციაში, რეალურად ეს აჩვენებს სწორედ ზუსტად რა აწუხებთ მათ, ვინც ამგვარი რეზოლუციის ინიციირებით არიან დაკავებული საქართველოს წინააღმდეგ. რეალური მიზანი არის, რომ მაქსიმალური ზეწოლა განახორციელონ საქართველოზე, იმისათვის, რომ კანონის გვერდის ავლით მოხდეს კიდევ ერთი ზეწოლა ქართულ მართლმსაჯულებაზე და მოხდეს ერთგვარად დამნაშავეების გმირებად შერაცხვა, რაც არაერთხელ ვნახეთ ჩვენ სამწუხაროდ სწორედ იმ ადამიანების მეშვეობით, რომლებიც ახლაც ლობირებენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და აბსოლუტურად უსამართლო და უსაფუძვლო მოთხოვნებით თითქოსდა მას რაიმე ჰუმანიტარული საჭიროება აქვს ამისათვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თენგიზ შარმანაშვილი ირაკლი კუპრაძის ბრალდებაზე, რომ შარმანაშვილის პოლიტიკურმა გუნდმა ბადრი ჯაფარიძე...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი “ლელოს” წევრის, ირაკლი კუპრაძის ბრალდებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ბადრი ჯაფარიძე, რომელიც ზვიად...