მაკა ბოჭორიშვილი ესპანურ სააგენტო EFE-სთან ინტერვიუში: ჩვენ ვიყავით ქვეყანა, რომელიც თავდაუზოგავად იცავდა მშვიდობას და აშშ ახლა საუბრობს მშვიდობასა და ცეცხლის შეწყვეტაზე უკრაინაში

ჩვენ ვიყავით ქვეყანა, რომელიც თავდაუზოგავად იცავდა მშვიდობას და აშშ ახლა საუბრობს მშვიდობასა და ცეცხლის შეწყვეტაზე უკრაინაში, –განაცხადა ესპანურ საინფორმაციო სააგენტო EFE-სთან ინტერვიუში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

ამავე დროს, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოფიციალურ თბილისს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა მოსკოვთან, რომელსაც არაკანონიერად უკავია ქვეყნის ტერიტორიის 20%.

„ამ პირობებში ჩვენი ერთობლივი მუშაობა საერთაშორისო ფორმატებში გამორიცხულია. რუსეთი მთავარი გამოწვევაა. საქართველომ უნდა იმოქმედოს მაქსიმალური სიფრთხილით, რათა არ დააზარალოს საკუთარი ინტერესები“, – დასძინა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მაკა ბოჭორიშვილი: თურქმენეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან...

დღეს ბათუმში ვმასპინძლობთ ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის – თურქმენეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს. მოხარული ვარ, რომ ამ ფორმატში პირველი შეხვედრა...