ლუკა ეხვაია 49 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე: პარლამენტში კი არა ასეთი ყველანაირი მომავლის ხედვებისგან დაცლილი და გარე ძალების დირექტივებზე/ფინანსებზე დამოკიდებული ძალები, საერთოდ არ უნდა იყვნენ პოლიტიკურ ველზე წარმოდგენილი

პარლამენტში კი არა ასეთი უშინაარსო, იდეოლოგიისგან და ღირებულებებისგან სტერილური, ყველანაირი მომავლის ხედვებისგან დაცლილი და გარე ძალების დირექტივებზე/ფინანსებზე დამოკიდებული ძალები, საერთოდ არ უნდა იყვნენ პოლიტიკურ ველზე წარმოდგენილი, – ასე ეხმიანება პოლიტოლოგი ლუკა ეხვაია საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, სამი ოპოზიციური პარტიისთვის – 49 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.

მისივე თქმით, საჭიროა პოლიტიკური სივრცის გაჯანსაღების შეუქცევადი პროცესი დაიწყოს, გახარიას პარტიის რეიტინგიც განულდეს და ისეთი ახალი ეროვნული პოლიტიკური სუბიექტები გამოჩნდნენ, რომლებიც რეალურ ალტერნატივებს და ახალ ხედვებს შესთავაზებენ საზოგადოებას.

„პარლამენტის გადაწყვეტილებით სამი ე.წ. “ოპოზიციური პარტია” საქართველოს პარლამენტში აღარ იქნება წარმოდგენილი – 49 დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყდა.
პარლამენტში კი არა ასეთი უშინაარსო, იდეოლოგიისგან და ღირებულებებისგან სტერილური, ყველანაირი მომავლის ხედვებისგან დაცლილი და გარე ძალების დირექტივებზე/ფინანსებზე დამოკიდებული ძალები, საერთოდ არ უნდა იყვნენ პოლიტიკურ ველზე წარმოდგენილი.
საჭიროა პოლიტიკური სივრცის გაჯანსაღების შეუქცევადი პროცესი დაიწყოს, გახარიას პარტიის რეიტინგიც განულდეს და ისეთი ახალი ეროვნული პოლიტიკური სუბიექტები გამოჩნდნენ, რომლებიც რეალურ ალტერნატივებს და ახალ ხედვებს შესთავაზებენ საზოგადოებას“, – წერს ლუკა ეხვაია.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თამთა მეგრელიშვილი: საერთაშორისო არენაზე განვითარებული პროცესების ანალიზი აჩვენებს, რომ დღეს სასწორზე...

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს შეკრება გარე ძალების სტრატეგიასა და მიზნებს...