ლონდონში, პალესტინის მხარდამჭერი ორგანიზაციის აკრძალვის მოწინააღმდეგეთა აქციაზე 425-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

ლონდონში ორგანიზაცია Palestine Action-ის აკრძალვა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. აქცია ქალაქის ცენტრში, პარლამენტის მოედანზე გაიმართა და მასში მონაწილეობა ასობით ადამიანმა მიიღო. ბევრს ხელში ეკავა პლაკატები წარწერით: „მე ვეწინააღმდეგები გენოციდს, მე მხარს ვუჭერ Palestine Action-ს“.

პოლიციამ აქციის 425-ზე მეტი მონაწილე დააკავა. როგორც სამართალდამცველებმა აღნიშნეს, უმეტესობა აკრძალული ორგანიზაციის მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს, 25-ზე მეტი ადამიანი კი პოლიციელებზე თავდასხმისთვისა და სხვა საჯარო დანაშაულებისთვის.

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ Palestine Action-ი ივლისში აკრძალა, რის შემდეგაც ორგანიზაციის წევრობა ან მისი მხარდაჭერა კრიმინალურ დანაშაულად ითვლება, რომელიც 14 წლამდე პატიმრობით ისჯება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკოლოზ მეტრეველი: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი...

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი ნაწილის დუმილი განსაკუთრებით თვალშისაცემია. მათ შემყურე კაცს ეგონება, თვითმფრინავმა თბილისს თავზე გადაუფრინა და გზა გააგრძელა...