ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

ტელეწამყვანი ლიზა გეგეჭკორი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრიფინგს ეხმიანება, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ პირველი იანვრიდან 70 წლამდე პენსიონერებს, 20 ლარის ნაცვლად, პენსია 45 ლარით მოემატებათ.

გეგეჭკორი საუბრობს საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ განსხვავებაზე და აცხადებს, რომ ორივე ქვეყანაში არსებული ვითარების ფონზე, ევროპელი ბიუროკრატები ამტკიცებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი.

ტელეწამყვანის თქმით, ევროჩინოვნიკები საბოლოოდ იმას მიაღწევენ, რომ თითოეული ქართველის აღქმაში „ევროპული გზა“ ომთან და ნგრევასთან დაკავშირდება.

„ჩვენთან – პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის თემაზე და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე. უკრაინაში ზელენსკი ატარებს ბრიფინგებს იმაზე, დღეს რა მსხვერპლი მოყვა რუსეთის დარტყმას უკრაინაზე, ან რამდენად არაფრად აგდებენ, რომ ტრამპი მისი გაფრთხილების გარეშე უთანხმდება მისი ქვეყნის თემაზე პუტინს. მითუმეტეს ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი. დღევანდელი ევროჩინოვნიკები საბოლოოდ იმას გაიჩალიჩებენ რომ თითოეული ქართველის აღქმაში „ევროპული გზა“ ომთან და ნგრევასთან დაკავშირდება, რაც იქნება ძალიან სამწუხარო, იმიტომ, რომ რეალურად ეგრე არ არის მაგრამ დღეს, იქ არსებული ბიუროკრატია გულმოდგინედ გვიმტკიცებს საპირისპიროს,“ – წერს ლიზა გეგეჭკორი.

მსგავსი სიახლეები

ნიკა ობოლაძე: პარლამენტის ბოიკოტი თუნდაც იმიტომ იყო არასწორი, რომ რიტორიკაში მაინც...

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ნიკა ობოლაძემ, ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილება პარლამენტის ბოიკოტის შესახებ უარყოფითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯით, "ქართულ ოცნებას" მიეცა არგუმენტი, ისაუბროს პარტიების აკრძალვის...

კახა კალაძე საფრანგეთში მიმდინარე აქციებზე: დღეს იმ უბედურებას, რაც საქართველოში მოაწყვეს,...

თბილისის მერი კახა კალაძე საფრანგეთში განვითარებულ მოვლენებსა და ევროპული სტრუქტურების მხრიდან ძალადობის შეფასებას ორმაგ სტარდარტად აფასებს. დედაქალაქის მერის განცხადებით, ის ძალადობრივი პროცესები, რომელთა წახალისება და...

ცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე: ამერიკაში არჩევნებია – პუტინი, ბიძინა ივანიშვილზე და საქართველოში...

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის რიტორიკას, სოციალურ ქსელში აფასებს და მათ „ჩელიაბინსკის სინდრომის“ დიაგნოზს უსვამს. ანანიძის თქმით, ოპოზიცია...

თამარ ჩიბურდანიძე: დღეს ევროპა მიგრანტების ტყვეობაშია, ხოლო მათი ქმედებები ისტორიულ შურისძიებას...

ევროპაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების მიზეზებსა და მიზნებზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. როგორც ის აღნიშნავს, ევროპაში სახეზეა მემარცხენე, ულტრალიბერალური ალიანსის მიერ...