ლევან ნიკოლეიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, ვინც ლაჩრულად დააბრალა საკუთარ ჯარისკაცებს და ქვეყანას ომის დაწყება

„ნაცმოძრაობას“ რომ აეწვა ერთი ადგილი და ატეხილი აქვთ წკავწკავი, რა თქვა თორნიკე რიჟვაძემ ახალი, რაც აქამდე არ ვიცოდით? – ასე ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადების ირგვლივ გავრცელებულ სპეკულაციას.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, ვინც ლაჩრულად დააბრალა საკუთარ ჯარისკაცებს და ქვეყანას ომის დაწყება.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის მიერ ლაჩრულად დატოვებულ ჯარისკაცებს ვერავინ გამოიყვანდა, პატრიარქი რომ არ ყოფილიყო.

„ნაცმოძრაობას“ რომ აეწვა ერთი ადგილი და ატეხილი აქვთ წკავწკავი, რა თქვა თორნიკე რიჟვაძემ ახალი, რაც აქამდე არ ვიცოდით? სააკაშვილი ლაჩრულად არ ფორთხავდა მიწაზე? ქართული ჯარი ლაჩრულად არ მიატოვეს? პატრიარქი რომ არ ყოფილიყო, მაშინდელი რეჟიმის მიერ ლაჩრულად მიტოვებულ ცხედრებს გამოიყვანდა ვინმე? ომიდან რამდენიმე კვირაში ლაჩრულად არ დააბრალეს საკუთარ ჯარისკაცებს და ქვეყანას ომის დაწყება? ნაცმოძრაობა არ არის ლაჩრების კოჰორტა?“ – წერს ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და ეუთო-ს შორის...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, იგნასიო კასისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ეუთო-ს შორის თანამშრომლობის...