ლევან ნიკოლეიშვილი: მიხეილ ყაველაშვილის შესახებ ბევრს არ ვიტყვი, ეს არის სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ღირსეული ქართველი ვაჟკაცი, პრეზიდენტის რანგში შესანიშნავად წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანასა და ხალხს

“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლევან ნიკოლეიშვილი, “ქართული ოცნების” მიერ პრეზიდენტის პოსტზე მიხეილ ყაველაშვილის წარდგენას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მისი განცხადებით, ყაველაშვილი სამშობლოზე შეყვარებული ღირსეული ქართველია, რომელიც შესანიშნავად წარმოაჩენს საქართველოს და ქართველ ხალხს.

“მიხეილ ყაველაშვილის შესახებ ბევრს არ ვიტყვი, ეს არის სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ღირსეული ქართველი ვაჟკაცი! დარწმუნებული ვარ  პრეზიდენტის რანგში შესანიშნავად წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანასა და ხალხს.” – წერს ნიკოლეიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: დღეს, რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება...

დღეს, რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას. საქართველო ყოველთვის იყო რეგიონში მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და...