ლევან მუხუზლა: წლის პირველ ნახევარში 150-ზე მეტ ღონისძიებაზე წარვადგინეთ ქართული ღვინო. რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა

წლის პირველ ნახევარში 150-ზე მეტ ღონისძიებაზე წარვადგინეთ ქართული ღვინო. რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა, – განაცხადა „ქრონიკასთან“ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.

„წლის პირველ ნახევარში 150-ზე მეტ ღონისძიებაზე წარვადგინეთ ქართული ღვინო. რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა. პირველ რიგში ეს არის იმ ბაზრებზე მუშაობა, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფირებას. ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რასაც აქტიურად ვიყენებთ, ეს არის იქაური ჯგუფების გამასპინძლება, სტუმრობა საქართველოში. ისინი ადგილზე ეცნობიან ქართული ღვინის კულტურას, ქართულ უნიკალურ ტექნოლოგიებს. ეს ჯგუფები შედგება სპეციალისტებისგან, იმპორტიორებისგან, რომლებიც შემდგომში ქართული ღვინის რეალიზაციას ახდენენ“, – აღნიშნა მუხუზლამ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ფაქტები არის კონსტიტუციის...

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ „სარჩელის განხილვა სასამართლოს პროცესზე, ეს არის პრევენცია“. მისივე განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების...