ლევან მახაშვილი – „მოსკოვის მექანიზმს“ არანაირი საერთო არ აქვს ჰააგის სასამართლოსთან, ამ ეტაპზე ჰააგაში რაიმეს გადამისამართება ღიმილის მომგვრელია, არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს

უსაფუძვლო ბრალდებები გასული წლების განმავლობაში არაერთხელ მოვისმინეთ, „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში არსებული დასკვნა სწორედ ამ უსაფუძვლო ბრალდებების კრებულია, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „მოსკოვის მექანიზმს“ ჰააგის სასამართლოსთან საერთო არაფერი აქვს.

„ეს დოკუმენტი მტკიცებულებების მიღმა პოლიტიკურ შეფასებებს შეიცავს და არა მტკიცებულებებით გამყარებულ სამართლებრივ დასკვნებს. რა თქმა უნდა, ჩვენ სახელმწიფოს გაუქმებას არ ვაპირებთ. ამ რეკომენდაციების მიღება ნიშნავს, რომ სახელმწიფომ სახელმწიფოებრიობაზე ხელი აიღოს და გადაწყვეტილებების მიღების უფლება უცხო ძალებს გადასცეს. რა თქმა უნდა, საქართველო ამის გაკეთებას არ აპირებს.

უსაფუძვლო ბრალდებები გასული წლების განმავლობაში არაერთხელ მოვისმინეთ, ეს დასკვნა კრებულია სწორედ ამ უსაფუძვლო ბრალდებების. თუ ვინმეს რაიმე კითხვა აქვს, მზად ვართ დებატების ფორმატში, ნებისმიერ ფორმატში თითოეული კანონი დავიცვათ. რაც შეეხება ჰააგის ნაწილს, ეს წმინდა წყლის სპეკულაციაა, რადგან ამ მექანიზმს არანაირი საერთო არ აქვს ჰააგის სასამართლოსთან. პირიქით, ყველა მხარეს მოვუწოდებთ, სპეკულაციების ნაცვლად, თუ რაიმე აქვთ სამტკიცებელი, სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენონ. ამ ეტაპზე, ჰააგაში რაიმეს გადამისამართება ღიმილის მომგვრელია, არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა მახაშვილმა.

ცნობისთვის, ეუთო-მ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც განხილულია საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების კუთხით 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენები და მოცემულია რეკომენდაციები.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც „ევრონიუსის“ ორგანიზებით გაიმართება. სამიტზე, რომელიც პოლიტიკურ ლიდერებს, ექსპერტებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს აერთიანებს, განიხილავენ, რას...