ლევან ბეჟაშვილი – აშშ ამზადებს სანქციების პაკეტს – ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს, მათი კარის ბიზნესმენებს, მთავრობას მოუწევს დასანქცირება და ეს იქნება ნათელი გამოხატულება, რომ დასავლეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას

ჩვენი დასავლელი პარტნიორები ქართველი ხალხის ბრძოლას ევროპული მომავლისათვის სათანადოდ აფასებენ. ამის დასტურია ევროკავშირის გადაწყვეტილება სანქციებთან დაკავშირებით! – ამის შესახებ “ერთიანობა – “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ ამზადებს ფინანსურ სანქციებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილისოჯახის წევრებს, მისი კარის ბიზნესმენებსა და მთავრობის წევრებს შეეხება.

“ჩვენ მოვისმინეთ ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომ პარლამენტის წევრების, მთავრობის წევრების, საჯარო მოხელეების, რომლებიც დიპლომატიური პასპორტებით და სამსახურებრივი პასპორტებით სარგებლობენ, სანქცირება მოხდეს. ასევე აშშ ამზადებს სანქციების პაკეტს, რომელიც ფინანსურ საკითხებს შეეხება. ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს, მათი კარის ბიზნესმენებს, ასევე მთავრობის წევრებს, ყველას მოუწევს სათანადო სანქცირება და ეს იქნება კიდევ ერთი ნათელი გამოხატულება, რომ დასავლეთი, ევროპა, აშშ -ი ქართველი ხალხის გვერდით დგას და სოლიდარობას უცხადებენ მათ ბრძოლაში,” – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ზაალ ანჯაფარიძე მაკო რატიანზე: ნაცმოძრაობის რეჟიმმა ის არ მოკლა, მაგრამ ხანგრძლივი...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დაზარალებული მაკო რატიანის ისტორიას ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი მონათხრობი იმ მძიმე ტანჯვას წარმოაჩენს, რომლის გადატანაც მას „ნაციონალური...