ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანი: ღრმად ვწუხვართ საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის გამო

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივნის, არტიომს უშულსკისის განცხადებით, ოფიციალური რიგა ღრმად წუხს საქართველოში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის გამო.

„55 ადამიანი დავამატეთ სანქცირებულთა რიცხვს. ღრმად ვწუხვართ საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის გამო. ჩვენ შევეცდებით რაც შეიძლება დიდი მხარდაჭერის მიღებას ევროპელი პარტნიორების მხრიდან, რადგან მხოლოდ საერთო, ძლიერი პოზიცია იმუშავებს. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია სხვებთანაც, გვყავს საერთო აზრზე მყოფი ქვეყნების ჯგუფი, რაც საკმაოდ დიდია და იმედი გვაქვს, რომ გვეყოლება მეტი პარტნიორი“, – თქვა უშულსკისმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ფაქტები არის კონსტიტუციის...

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ „სარჩელის განხილვა სასამართლოს პროცესზე, ეს არის პრევენცია“. მისივე განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების...