ლატვია ქვეყანაში შესვლას საქართველოს კიდევ 13 მოქალაქეს უკრძალავს

მივიღე გადაწყვეტილება, რომ საქართველოს კიდევ 13 მოქალაქე შევიყვანო ლატვიის რესპუბლიკისთვის არასასურველი პირებისსიაში, იმიგრაციის კანონის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ლატვიაში ფიზიკური პირების შესვლის აკრძალვა განუსაზღვრელი ვადით დაწესდა”, – აცხადებს ბაიბა ბრაჟე.

განცხადება გაავრცელა ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, სადაც აღნიშნულია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ მიიღო გადაწყვეტილება საიმიგრაციო კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ლატვიის რესპუბლიკაში პერსონა ნონ გრატად გამოცხადებული პირების სიაში საქართველოს კიდევ 13 მოქალაქის შეყვანის შესახებ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ შეგვიძლია, ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, შევქმნათ ახალი პროგრამები, გამოვიყენოთ...

მოხარული ვარ, რომ დღეს გვაქვს შესაძლებლობა, განსაკუთრებული პატივი მივაგოთ ადამიანებს, რომელთა ყოველდღიური შრომაც, ხშირად წყნარად, აუჩქარებლად და ზედმეტი საჯაროობის გარეშე ქმნის ქვეყნის მომავალს, -...