ლადო სადღობელაშვილი: ეკონომიკური და ჯანდაცვითი დამოკიდებულება საქართველოზე, არ დაგვაახლოებს ჩვენს მოძმე თანამოქალაქეებთან, აფხაზეთთან? ვინც ამას ეწინააღმდეგება, არის რეალური მტერი, ასეთებს არ სურთ მშვიდობიანად ტერიტორიების დაბრუნება და საქართველოს გაერთიანება

რა ჯობია იმას თუ აფხაზეთის, მაგალითად, გალის და ოჩამჩირეს რაიონი საწვავით და სხვა სასიცოცხლო პროდუქტებით იქნება საქართველოზე დამოკიდებული და არა მაგალითად რუსეთზე?! – წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ვინც ოკუპირებული ტერიტორიების საქართველოზე დამოკიდებულებას ეწინააღმდეგება, ის ქვეყნის მტერია და არც ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა სურს.

“400 ტონა საწვავი მაგალითად თბილისს ეყოფა ერთი დღე… ეს წარმოდგენა რომ გვქონდეს რამდენია 400 ტონა საწვავი, ჟღერს როგორც ბევრი და რეალურად არაფერი ისეთი!

და მთავარი! რა ჯობია იმას თუ აფხაზეთის, მაგალითად, გალის და ოჩამჩირეს რაიონი საწვავით და სხვა სასიცოცხლო პროდუქტებით იქნება საქართველოზე დამოკიდებული და არა მაგალითად რუსეთზე?!

თუნდაც ეკონომიკური და
ჯანდაცვითი დამოკიდებულება საქართველოზე არ დაგვაახლოებს ჩვენს მოძმე თანამოქალაქეებთან, აფხაზეთთან? ამის გაღრმავებაა საჭირო და მაქსიმალურად ბევრი დამოკიდებულებების გაჩენა საქართველოზე! ხოლო ვინც ამას ეწინააღმდეგება არის საქართველოს რეალური მტერი! ასეთებს არ სურთ მშვიდობიანად ტერიტორიების დაბრუნება და საქართველოს გაერთიანება!” – წერს სადღობელაშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

პროკურატურა: რომეო მიქაუტაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მოინანია, აანაზღაურა ზიანი...

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და...