ხატია დეკანოიძე – ივანიშვილმა პრეზიდენტ ტომარად გამორჩეული ანტიდასავლელი დადო, აშშ/ევროკავშირის მაგინებელი – ახლა მანდატები კარგად შეინახეთ, „ეგებ „რუსული კანონი“ გააუქმოს

ივანიშვილმა თავის პრეზიდენტ ტომარად ყველაზე უფრო გამორჩეული ანტიდასავლელი დადო, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.

დეკანოიძე ყაველაშვილს „უზრდელს“, „გაუნათლებელს“ და აშშ/ევროკავშირის „განსაკუთრებულ მაგინებელს“ უწოდებს.

„ჩვენ შეიძლება ვიხუმროთ, მაგრამ ივანიშვილმა თავის პრეზიდენტ ტომარად ყველაზე უფრო გამორჩეული ანტიდასავლელი დადო. უზრდელი, გაუნათლებელი და აშშ/ევროკავშირის განსაკუთრებული მაგინებელი. ეს არის მისი ხედვა ქვეყანაზე და ხალხზე.

ახლა მანდატები კარგად შეინახეთ – „ეგებ „რუსული კანონი“ გააუქმოს ან დასავლეთმა მოგვთხოვოს“, „ტრამპი რას იტყვის“?,- წერს „ფეისბუქ“ გვერდზე დეკანოიძე.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

„როიტერი“ – პენტაგონმა ბალტიის ქვეყნებს რუსეთის მიმართ მკვეთრი განცხადებებისგან თავის შეკავებისა...

პენტაგონმა ბალტიის ქვეყნებს რუსეთის მიმართ მკვეთრი განცხადებებისგან თავის შეკავება სთხოვა, — ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს. როგორც სააგენტო წერს, პენტაგონის წარმომადგენლებმა ბოლო...