„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და მრავალ სფეროში ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, რასაც შედეგად მოყვა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმება.

აღინიშნა, რომ მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე, მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და ეუთო-ს შორის...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, იგნასიო კასისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ეუთო-ს შორის თანამშრომლობის...