“ქართული ოცნების” ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაქარია წიკლაურმა YOUNG WARRIORS-ის საერთაშორისო ტურნირზე თავის მეგობარს, სამგორელ გიორგი ქართველიშვილს უგულშემატკივრა

“ქართული ოცნების” ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერთან, სამგორის რაიონის ყოფილ მაჟორიტარ სოზარ სუბართან ერთად რუსთავის სპორტის სასახლეში გამართულ YOUNG WARRIORS („ახალგაზრდა მებრძოლების“) შერეული საბრძოლო ხელოვნების მეთექვსმეტე საერთაშორისო ტურნირს დაესწრო და სამგორელ მებრძოლს, გიორგი ქართველიშვილს უგულშემატკივრა.

ტურნირის ფარგლებში გაიმართა სატიტულო ბრძოლა,რომელშიც გიორგი ქართველიშვილმა აზერბაიჯანელი მეტოქე ბრძოლის დაწყებიდან რამდენიმე წამში დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი დაიცვა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი და საკრებულოს წევრები.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკოლოზ მეტრეველი: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი...

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი ნაწილის დუმილი განსაკუთრებით თვალშისაცემია. მათ შემყურე კაცს ეგონება, თვითმფრინავმა თბილისს თავზე გადაუფრინა და გზა გააგრძელა...