„ქართული ოცნება“ სამეგრელო-ზემო სვანეთში პარტიულ კონფერენციებს მართავს

„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დღეს დაიწყო.

ზუგდიდში, წალენჯიხასა და ჩხოროწყუში გამართულ კონფერენციებზე ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.

• „ქართული ოცნების“ ზუგდიდის ორგანიზაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი, მამუკა წოწერია უხელმძღვანელებს;
• წალენჯიხის ორგანიზაციას – ბაკურ სონგულია;
• ჩხოროწყუს ორგანიზაციას – ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი, დათო გოგუა.

12 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენცია მესტიაში ჩატარდება. დაგეგმილია კონფერენციები ხობში, სენაკში, ფოთში, მარტვილსა და აბაშაში.
„ქართული ოცნების“ კონფერენციები უკვე ჩატარდა თბილისში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, რაჭა-ლეჩხუმ – ქვემო სვანეთსა და კახეთში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი გამსახურდია: ზოგი პოლიტიკოსი რომ დამდგარა, აი ჩვენ იმდენი გადავიტანეთ და...

ზოგი პოლიტიკოსი რომ დამდგარა და ბაზრობს, რომ აი ჩვენ იმდენი გადავიტანეთ, ამას გავუძელით, იმას გავუძელით და ვალს ადებენ, თავიანთი ჭკუით ბიძინას. რასაც მოესწარით, ყველაფერს...