ქართულ დამოუკიდებელ მედიაზე თავდამსხმელი პოლონელი დეპუტატი ამჯერად სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს – კშიშტოფ ბრეიზა წერს, რომ სააკაშვილი გამოგონილი ბრალდებით არის დაპატიმრებული

პოლონელი დეპუტატი, ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა, რომელმაც აღიარა, რომ ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ თვეებია მუშაობს, ამჯერად მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს.

აღნიშნულის შესახებ ის X-ზე წერს და ამბობს, რომ სააკაშვილი გამოგონილი ბრალდებით არის დაკავებული და მისი საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია.

„მიხეილ სააკაშვილი გამოგონილი ბრალდებებით დააპატიმრეს, რომლებიც დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ მან ფული გარდაცვლილი ლეხ კაჩინსკის დაკრძალვისთვის გვირგვინის შესაძენად დახარჯა“, – წერს ბრეიზა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი კახიანი: კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ეს არის ერთიანი ძალა, რომელიც...

არ მაქვს არანაირი მოლოდინი, რომ სამართლებრივად რაიმეს დასაბუთებულად წარმოუდგენენ დღეს ისინი სასამართლოს ჩვენი საჩივრის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ ეგეთი არგუმენტები არც არსებობს და ვერც წარმოადგენენ,-...