ეს მუხტი, რაც აქვთ, არის დამღლელი ძალიან და რა თქმა უნდა, შეეშვებიან, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ დედაქალაქის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძემ.
მან ამგვარად უპასუხა კითხვას, იქნება თუ არა გამოწვევა ხელისუფლებისთვის ის, თუ უმანდატოდ დარჩენილი ოპოზიციონერები ქუჩაში პროცესების რადიკალიზაციას შეეცდებიან.
„რამდენიმე თვეში ყველა დავიწყებთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას, დარწმუნებული ვარ, ისინიც დაიწყებენ, იმიტომ, რომ აზრი აღარ აქვს ასე დგომას. თუმცა, გულწრფელად მინდა, ვუთხრა, რომ აქაც არ გაუვათ არავითარი მეთოდები იმიტომ, რომ რეგიონებში, დედაქალაქში ხედავთ, როგორი სახეშეცვლილი ქვეყანა გვაქვს. არ არსებობს მუნიციპალიტეტის მთავარი ქალაქი, რომელშიც არ ვცდილობთ, რომ ევროპის პატარა ქალაქებს დავამსგავსოთ.
ჩვენ ვმუშაობთ, ოთხშაბათი დღეა მაჟორიტარის დღე და ერთი დღე არ ჩამიგდია, ასე მუშაობს ყველა მაჟორიტარი – თავდადებით, ვცდილობთ, ყველა პრობლემა გადავჭრათ, თუ რამე აწუხებდა ჩვენს რეგიონებს. ნახეთ, რა გზებია, რა განათებაა, როგორი ავტობანია, როგორ დამოკლდა დედაქალაქთან მიმოსვლა. ანუ ვმუშაობთ, ველოდებით არჩევნებს და იქნება შედეგები”, – განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.









