კახა კალაძე რადიკალებზე: როდესაც ხარ მოღალატე, როდესაც ხარ უსამშობლო ადამიანი, როდესაც ემსახურები სხვა ქვეყნის ინტერესს, დამთავრებულია. რა პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, რა პოლიტიკურ მხარდაჭერასა და მოსახლეობის მხრიდან თანადგომაზე ვსაუბრობთ

„როდესაც ხარ მოღალატე, როდესაც ხარ უსამშობლო ადამიანი, როდესაც ემსახურები სხვა ქვეყნის ინტერესს, დამთავრებულია. რა პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, რა პოლიტიკურ მხარდაჭერასა და მოსახლეობის მხრიდან თანადგომაზე ვსაუბრობთ“, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ დედაქალაქის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ რადიკალების მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით.

კალაძის თქმით, რადიკალები ყველაფერს ცდილობენ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე გამოიყენონ სათავისოდ.

„ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც არანაირი რესურსი არ აქვთ. ქართველმა ხალხმა მათ გამოუტანა განაჩენი და მიანიჭა შესაბამისი ადგილი იქ, სადაც დღეს იმყოფებიან. პულსი არ ესინჯებათ იმდენად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან ეს ადამიანები.

რაც არ უნდა გაერთიანებები გააკეთონ, ცალ-ცალკე გამოვიდნენ, როდესაც ხარ მოღალატე, როდესაც ხარ უსამშობლო ადამიანი, როდესაც ემსახურები სხვა ქვეყნის ინტერესს, დამთავრებულია. რა პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, რა პოლიტიკურ მხარდაჭერაზე და მოსახლეობის მხრიდან თანადგომაზე ვსაუბრობთ. არანაირი რესურსი არ გააჩნიათ, განულებულები არიან. ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს, ანალიზსაც აკეთებს ძალიან კარგად. იცის ვინ ვინ არის, ვინ საიდან იმართება, ვის რა ინტერესი აქვს, ვინ არის ქვეყნის მტერი, ვინ არის ქვეყნის მოყვარე“, – აღნიშნა მან.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მაია ორჯონიკიძე: თამარა ჩერგოლეიშვილი ბაჩანა ახალაიას ციხეში შებრუნების საქმის ᲔᲠᲗᲐᲓᲔᲠᲗᲘ “მოწმე”...

მინიმუმ 2016 წლიდან მოყოლებული რაც ამ ცოლ-ქმარს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ოპოზიციის ლეღვის ფოთოლს ამოფარებულებს უკეთებიათ-უკლებლივ ყველაფერი უნდა გამოვიდეს მზის სინათლეზე,- წერს “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი...