ჯონდო მუზაშვილი: ჩემი ქვეყნის ინტერესი უპირატესია – კი დასავლური ტიპის ქართულ გამჭვირვალობას! კი რეალურ სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას!

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი სამბოში და სამბოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჯონდო მუზაშვილი ქვეყანაში „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მუზაშვილი აღნიშნავს, რომ არასდროს დაუზოგავს თავი საქართველოს ღირსებისთვის საბრძოლველად და დღესაც მისთვის ქვეყნის ინტერესი უპირატესია. მისივე თქმით, მიესალმება დასავლური ტიპის ქართულ გამჭვირვალობას, რეალურ სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას.

„არასოდეს დამიზოგია თავი ჩემი ქვეყნის ღირსებისთვის საბრძოლველად და სხვის დროშებზე მაღლა საქართველოს დროშა ამიწევია.
დღესაც ჩემთვის, ჩემი ქვეყნის ინტერესი უპირატესია.
მამული, ენა, სარწმუნოება !
არა რუსულ კანონს! კი დასავლური ტიპის ქართულ გამჭვირვალობას!
კი რეალურ სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას!“ – წერს ჯონდო მუზაშვილი.

https://www.facebook.com/share/p/13hcS56agdzR2Ury/?mibextid=WC7FNe

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ლევან მაჭავარიანი: არ წარმომიდგენია, რომ მსოფლიოში რომელიმე მმართველ პარტიას ჰყავდეს ამათზე...

"ღამის კურიერში" სტუმრობისას, ლევან მაჭავარიანი კითხვაზე - საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, როგორ ხედავს ის პოლიტიკურ პროცესებს, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ამასთან...