იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბუდაპეშტში გამართული მაღალი დონის კონფერენციის მონაწილეებს საქართველოში განხორციელებული რეფორმები გააცნო

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ევროკავშირის საბჭოს უნგრეთისთავმჯდომარეობის ფარგლებში მაღალი დონისკონფერენცია გაიმართა, რომელიც ეფექტიანისამართალშემოქმედებითი საქმიანობისუზრუნველყოფის თემას ეძღვნება. კონფერენციაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილებექა ძამაშვილი მოხსენებით გამოვიდა.

მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოსდამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგკანონშემოქმედებითი საქმიანობისგანვითარებასა და ევროკავშირში ინტეგრაციისპარალელურად საქართველოს კანონმდებლობისევროკავშირის სამართალთან დაახლოებისპრაქტიკაზე.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდაკანონშემოქმედებით პროცესში საზოგადოებისჩართულობის უზრუნველყოფაზე, ასევე, მტკიცებულებებსა და ანალიზზე დაფუძნებულიმიდგომების დამკვიდრებაზე, რასაცუზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციისსამინისტროს ხელმძღვანელობით მოქმედიუწყებათაშორისი კომისიები დასამეცნიერო–აკადემიური საბჭო.

ბექა ძამაშვილმა ევროპელ კოლეგებსთანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნურიინტელექტის დანერგვის ქართული გამოცდილებაგაუზიარა და ამ მიმართულებით საქართველოსიუსტიციის სამინისტროს მიერ უახლოესმომავალში განსახორციელებელი აქტივობებიგააცნო.

ბუდაპეშტის კონფერენციაში მონაწილეობასიღებენ ევროკავშირის წევრი და ევროკავშირისწევრობის კანდიდატი ქვეყნების იუსტიციისსამინისტროების ხელმძღვანელები, მაღალიდონის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ალი ასადოვი – საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია,...

საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხები საუკუნეების განმავლობაში მოძმე, მეგობრულ ვითარებაში ცხოვრობენ, — ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, ალი...