ირაკლი წერეთელი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: გაუმარჯვოს აშშ-ს,რომელიც არ შეუერთდა ანტიქრისტიანულ და ანტიქართულ ყოვლად საზიზღარ და სამარცხვინო ანგარიშსა და განცხადებას საქართველოს წინააღმდეგ

პოლიტიკოსი ირაკლი წერეთელი ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ აშშ არ შეუერთდა 24 ქვეყნის მიერ მხარდაჭერილ ანგარიშს და ამ ქვეყნების მიერვე გავრცელებულ განცხადებას.

როგორც ის აღნიშნავს, უმრავლესობამ არ ინება საქართველოს წინააღმდეგ უკეთურმოქმედება და საქართველომ ამჯერადაც გაიმარჯვა.

„დიდება უფალს და გაუმარჯვოს აშშ-ს,რომელიც არ შეუერთდა ანტიქრისტიანულ და ანტიქართულ ყოვლად საზიზღარ და სამარცხვინო ანგარიშსა და განცხადებას საქართველოს წინააღმდეგ! 54 ქვეყნიდან 33 ქვეყანამ ანუ უმრავლესობამ არ ინება საქართველოს წინააღმდეგ უკეთურმოქმედება! საქართველომ ამჯერადაც გაიმარჯვა და საქართველო აუცილებლად დაიფრენს ღმერთისა და სარწმუნოების მოღალატე ამ თახსირბაშებს!“- წერს წერეთელი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დღეს ყირგიზეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების...

ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის მიწვევით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთში იმყოფება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რომელიც ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება,...