ირაკლი რუხაძე: ბადრი პატარკაციშვილი აბსოლუტურად დარწმუნებული იყო, რომ ზურაბ ჟვანია სააკაშვილმა მოკლა

ბადრი აბსოლუტურად დარწმუნებული იყო, რომ ზურაბ ჟვანია სააკაშვილმა მოკლა, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, ირაკლი რუხაძემ, პოდკასტში “საქართველოს დაბადება” განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბადრი პატარკაციშვილმა, ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიებას დიდი ენერგია და რესურსები დაახარჯა, თუმცა, ბოლომდე ვერ მიიყვანა.

“მე სულ ვეკამათებოდი სხვათა შორის. არ ვიცი, არგუმენტები რა ჰქონდა, მაგრამ უამრავი ფული დახარჯა, რომ გამოეძიებინა ეს ამბავი, დაცვებზე, ამაზე იმაზე, სულ ეძებდა ამ ისტორიას, როდესაც სააკაშვილის პოლიტიკური მტერი გახდა. ბადრიმ ძალიან დიდი ენერგია და რესურსები დახარჯა ამ ყველაფერზე, ბოლომდე ვერ მიიყვანა, ვერ მივიდა იქამდე, რომ ხელმოსაკიდი რაღაც ჰქონოდა, მაგრამ ბადრი აბსოლუტურად დარწმუნებული იყო ამაში,” – განაცხადა რუხაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თამთა მეგრელიშვილი: საერთაშორისო არენაზე განვითარებული პროცესების ანალიზი აჩვენებს, რომ დღეს სასწორზე...

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს შეკრება გარე ძალების სტრატეგიასა და მიზნებს...