ირაკლი კობახიძემ მოჯთაბა ხამენეის, ირანის უმაღლეს ლიდერად არჩევასთან დაკავშირებით, ოფიციალური მილოცვა გაუგზავნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მოჯთაბა ხამენეის, ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევასთან დაკავშირებით, ოფიციალური მილოცვა გაუგზავნა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე ვრცელდება.

„საქართველოს მთავრობის სახელით, გილოცავთ ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევას. საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორ ქვეყანას და ხალხს შორის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ პარტნიორულ ურთიერთობებს. ირანელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობასა და კეთილდღეობას”, – აღნიშნულია კობახიძის მილოცვაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დიმიტრი სამხარაძე: ყველა საღად მოაზროვნე საქართველოს მოქალაქემ კარგად იცის, თუ რატომ...

ყველა საღად მოაზროვნე საქართველოს მოქალაქემ კარგად იცის, თუ რატომ ებრძვიან ბერას და რა მნიშვნელობა აქვს მას ჩვენთვის, „ქართული ოცნების“ ჯარისკაცებისთვის, ნამდვილებისთვის! დიახ, ყველაფერი ნათელია,...