ირაკლი კობახიძე: სინგაპურში ბიზნესის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრა ხელს შეუწყობს საქართველოში ახალი ინვესტორების მოზიდვას, რაც ჩვენთვის ძალიან საინტერესო იქნება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ე.წ. ფინტექ-ის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის დანერგვის მიმართულებით

სინგაპურში ჩვენ გვქონდა შეხვედრა ბიზნესის წარმომადგენლებთან, სადაც ვისაუბრეთ ბიზნესებს შორის ურთიერთობებსა და საქართველოში ინვესტიციების მნიშვნელობაზე, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სინგაპურში.

მისივე თქმით, საქართველოში დღეს წარმატებით ოპერირებს 30-მდე კომპანია სინგაპურიდან.

„დაახლოებით 30-მდე კომპანიაა სინგაპურიდან, რომელიც დღეს ოპერირებს საქართველოში და მათ აქვთ ძალიან წარმატებული გამოცდილება საქართველოში ბიზნესის კეთების. რა თქმა უნდა, ეს გამოცდილება გავუზიარეთ სხვა კომპანიებსაც და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს შეხვედრა ხელს შეუწყობს საქართველოში ახალი ინვესტორების მოზიდვას სინგაპურიდან, რაც იქნება ჩვენთვის ძალიან საინტერესო სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ე.წ. ფინტექ-ის, საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, ხელოვნური ინტელექტის დანერგვის კუთხით ძალიან საინტერესო იქნება სინგაპურთან თანამშრომლობა,“- აღნიშნა პრემიერმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თამთა მეგრელიშვილი: საერთაშორისო არენაზე განვითარებული პროცესების ანალიზი აჩვენებს, რომ დღეს სასწორზე...

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს შეკრება გარე ძალების სტრატეგიასა და მიზნებს...