ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტმა ტრამპმა გასცა დაპირება, რომ ის დაამარცხებს „დიფ სტეიტს“, მინდა ვუსურვო წარმატებები ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, ბატონი დონალდ ტრამპი ხშირად საუბრობს ე.წ. „დიფ სტეიტზე“, რომელიც, მისი განცხადებით, არსებით გავლენას ახდენს მართვაზე აშშ-ში. მაგალითად, ბატონმა დონალდ ტრამპმა, მასზე ტერაქტის განხორციელებამდე ერთი თვით ადრე გააკეთა ძალიან სერიოზული განცხადება ე.წ. „დიფ სტეიტთან“ დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, სწორედ „დიფ სტეიტის“ შედეგია აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის უსამართლო გადაწყვეტილებები. კობახიძემ ტრამპს წარმატებები უსურვა არაფორმალურ გავლენებთან და „დიფ სტეიტთან“ ბრძოლაში.

„მან [ტრამპმა] განაცხადა ასეთი რამ – ან „დიფ სტეიტი“ დაანგრევს აშშ-ს ან აშშ დაანგრევს და მოშლის „დიფ სტეიტს“. თქვენ ხედავთ, რომ მთელი ამ 4 წლის განმავლობაში სწორედ „დიფ სტეიტი“ ანგრევდა აშშ-ს და სწორედ ამის შედეგია ის უსამართლო გადაწყვეტილებები, რომელსაც ჩვენ ასე ხშირად ვისმენთ ხოლმე ამერიკული სტრუქტურებიდან.
აშშ-ს სჭირდება დეოლიგარქიზაცია, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია და ამაში ჩვენ გვაქვს სრული თანხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან – ისიც მიიჩნევს, რომ აშშ-ს სჭირდება გათავისუფლება არაფორმალური გავლენებისგან.
პრეზიდენტმა ტრამპმა გასცა დაპირება, რომ ის დაამარცხებს „დიფ სტეიტს“ და გაათავისუფლებს აშშ-ს არაფორმალური გავლენებისგან. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ბატონი დონალდ ტრამპი ამას შეძლებს და ეს ყველაფერი საქართველოს მაგალითზეც გამოჩნდება – გამოჩნდება ის, თუ რამდენად შეძლებს „დიფ სტეიტის“, არაფორმალური გავლენების დამარცხებას. პრეზიდენტ ტრამპს მინდა ვუსურვო წარმატებები ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში.“ – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გურამ მაჭარაშვილი: “ხალხის ძალა” სულ ვამბობდით, რომ არ არსებობს არანაირი რეცეპტი...

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე რადიკალური ოპოზიციის გამოსვლებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ, წარსულში ჩადენილი ქმედებების მიუხედავად,...