ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის ნებისმიერი ინიციატივა განწირულია ფიასკოსთვის, 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას, ასეთ პირობებში, ვერც ერთ მათ პოლიტიკურ ინიციატივას ვერ ექნება წარმატება

ოპოზიციის ნებისმიერი ინიციატივა განწირულია ფიასკოსთვის, 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში, სადაც ფაშიზმზე გამარჯვების 81 წლისთავთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

მთავრობის მეთაურის თქმით, ნებისმიერი მათი ინიციატივა იმთავითვე განწირულია წარუმატებლობისთვის.

„ოპოზიციის ნებისმიერი ინიციატივა განწირულია ფიასკოსთვის. 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას, ასეთ პირობებში, ვერც ერთ მათ პოლიტიკურ ინიციატივას ვერ ექნება წარმატება, მათ ხალხთან მისასვლელი პირიც არ აქვთ. დააანონსეს ხალხში გასვლა და ხალხში ვერ გავიდნენ. ერთმანეთსაც კი ვერ ელაპარაკებიან, არათუ, ხალხთან შეუძლიათ საუბარი. ასეთ პირობებში, ნებისმიერი მათი ინიციატივა იმთავითვე განწირულია წარუმატებლობისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დონალდ ტრამპი – ირანს მოლაპარაკების გაგრძელება სურს, აშშ-ს კი აქვს ამისთვის...

აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, ირანს მოლაპარაკების გაგრძელება სურს, აშშ-ს კი აქვს ამისთვის დრო. თეთრ სახლში მედიის კითხვაზე პასუხისას, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნააღნიშნა, რომ ეს არის...