ირაკლი კობახიძე: „ნაცები“ არიან უნიათო რევოლუციონერები, გაგრძელდება მაღალი ტემპით ეკონომიკის განვითარება, კურსი იქნება სტაბილური და ბიზნესს ექნება ყველანაირი პირობა შექმნილი, რომ შეუფერხებლად აწარმოონ საქმიანობა

„მაიდნის“ მოწყობის მეოთხე მცდელობა იყო ოთხ წელიწადში და ოთხივე ჩავარდა, იმიტომ რომ „ნაცები“ არიან უნიათო რევოლუციონერები, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, როგორც კი ჩავარდა მაიდანი, მაშინვე დასტაბილურდა ლარის კურსი.

„ლარის კურსი დარჩება აუცილებლად სტაბილური. ეკონომიკა განაგრძობს განვითარებას. ჩვენ წინა თვეშიც, მიუხედავად ამხელა კამპანიისა, რაც წინ უძღოდა არჩევნებს, გვქონდა 11%-იანი ეკონომიკური ზრდა. 10 თვის საშუალო ზრდაა 10 %. გაგრძელდება მაღალი ტემპით ეკონომიკის განვითარება, კურსი იქნება სტაბილური და ბიზნესს ექნება ყველანაირი პირობა შექმნილი იმისათვის, რომ შეუფერხებლად აწარმოონ საკუთარი საქმიანობა, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა.

მეოთხედ სცადეს დაეზიანებინათ ამ ქვეყანაში ეკონომიკა, ბიზნესი. როცა „ნაცმოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში, ერთ-ერთი მთავარი, რასაც აკეთებდნენ იყო ბიზნესზე ზეწოლა, ეს იყო მათი ხელწერა. ჩვენ ბიზნესმენებთან კომუნიკაცია გვაქვს მუდმივ რეჟიმში, არავის მოსწონს „მაიდნის“ მცდელობა, ჩავარდნილიც კი. ჩავარდა, დამთავრდა „მაიდნის“ მცდელობა. „მაიდნის“ მოწყობის მე-4 მცდელობა იყო 4 წელიწადში და ოთხივე ჩავარდა, იმიტომ რომ „ნაცები“ არიან უნიათო რევოლუციონერები,“- განაცხადა პრემიერმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გლობალური შიმშილის ინდექსით, საქართველო საუკეთესო ქვეყნებს შორის დასახელდა, უკრაინა და მოლდოვა...

გამოქვეყნდა გლობალური შიმშილის 2026 წლის ანგარიში. კვლევის მიხედვით, უკიდურესი გასაჭირის გამომხატველი ეს პრობლემა შეფასებულია 4 ფაქტორით - მოსახლეობის არასაკმარისი გამოკვება; წონის კლება ბავშვებში; ბავშვების...