ირაკლი კობახიძე ხაბეიშვილზე: როგორი არასერიოზულიც არის ეს კაცი, ისეთივე არასერიოზულია ნებისმიერი მისი ანონსი

ირაკლი კობახიძე ლევან ხაბეიშვილის მიერ 9 აპრილს დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა. ამ თემაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

„როგორი არასერიოზულიც არის ეს კაცი, ისეთივე არასერიოზულია ნებისმიერი მისი ანონსი. ხაბეიშვილი რეალურად არის „ნაცმოძრაობის“ ფორმალური თავმჯდომარე. სინამდვილეში რეალური დაპირისპირება არის კეზერაშვილსა და მერაბიშვილს შორის, იმისთვის, რომ ერთი ან მეორე გახდეს ამ პოლიტიკურ პარტიაში ლიდერი. აბსოლუტურად არასერიოზულია ხაბეიშვილის ასეთი ანონსი“, – განაცხადა კობახიძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ეკა სეფაშვილი: ქალთა უფლებების დაცვა სახელმწიფო პრიორიტეტია და ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი...

„ქალთა უფლებების დაცვა არ არის მხოლოდ ქალების საკითხი - ეს ეხება მთელ საზოგადოებას, ზოგადად ქვეყნის განვითარებასა და მის სოციალურ პოლიტიკას“, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური...