ირაკლი კობახიძე: ჯერ გავიგოთ, აღიარებს თუ არა რადიკალური ოპოზიცია და საერთაშორისო სუბიექტები ეუთო/ოდირის შარშანდელ დასკვნას და ამის შემდეგ შეიძლება ვიმსჯელოთ ეუთო/ოდირის მოწვევასთან დაკავშირებით

წინა არჩევნებზე დაწერა ეუთო/ოდირმა დასკვნა და გახდა არა მხოლოდ ჩვენი ქართული რადიკალური ოპოზიციის, არამედ საერთაშორისო სუბიექტების თავდასხმის ობიექტი, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ჯერ გასაგებია, აღიარებენ თუ არა ეს ადამიანები ეუთო/ოდირის შარშანდელ დასკვნას და ამის შემდეგ შეიძლება მსჯელობა არჩევნებზე მის მოწვევასთან დაკავშირებით.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავიგოთ, რა ხდება ეუთო/ოდირთან დაკავშირებით. წინა არჩევნებზე დაწერა ეუთო/ოდირმა დასკვნა და გახდა არა მხოლოდ ჩვენი ქართული რადიკალური ოპოზიციის, არამედ საერთაშორისო სუბიექტების თავდასხმის ობიექტი. ჯერ გავიგოთ, აღიარებენ თუ არა ეს ადამიანები ეუთო/ოდირის შარშანდელ დასკვნას და ამის შემდეგ ჩვენ შეიძლება ვიმსჯელოთ ეუთო/ოდირის მოწვევასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, ჩვენ დაგვჭირდება აქაური რადიკალური ოპოზიციისა და საერთაშორისო სუბიექტების პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უდგებიან შარშანდელ დასკვნას, რომელიც მოამზადა ეუთო/ოდირმა. ამის შემდეგ ვიმსჯელოთ ყველაფერ დანარჩენზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ფაქტები არის კონსტიტუციის...

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ „სარჩელის განხილვა სასამართლოს პროცესზე, ეს არის პრევენცია“. მისივე განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების...