ირაკლი კობახიძე: გასული 12 თვის განმავლობაში საქართველოდან ჩვენ მოვახერხეთ იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტის გაძევება, ვიდრე ეს მოხდა გასული 10 წლის განმავლობაში, წლევანდელი გეგმა არის კიდევ უფრო ამბიციური, წელს მინიმუმ 4000 არალეგალი მიგრანტის გაძევება არის დაგეგმილი

უხეში დათვლით, დაახლოებით, 20 000 არალეგალი მიგრანტი იყო შარშანდელი მდგომარეობით საქართველოში და ამ პრობლემასთან გასამკლავებლად ჩვენ დავიწყეთ ძალიან აქტიურად პროცესების დაგეგმვა, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გაძლიერდა მიგრაციის დეპარტამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროში.

„გასული 12 თვის განმავლობაში საქართველოდან ჩვენ მოვახერხეთ იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტის გაძევება, ვიდრე ეს მოხდა გასული 10 წლის განმავლობაში. წლევანდელი გეგმა არის კიდევ უფრო ამბიციური, წელს მინიმუმ 4000 არალეგალი მიგრანტის გაძევება არის დაგეგმილი ჩვენი ქვეყნიდან, რაც საბოლოო ჯამში რამდენიმე წლიან პერსპექტივაში, სადღაც ოთხ წელიწადში მოგვცემს ამ პრობლემისგან ქვეყნის მთლიანად გათავისუფლების საშუალებას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა ბუნებრივია საქართველოსთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თამთა მეგრელიშვილი: საერთაშორისო არენაზე განვითარებული პროცესების ანალიზი აჩვენებს, რომ დღეს სასწორზე...

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს შეკრება გარე ძალების სტრატეგიასა და მიზნებს...