ირაკლი კობახიძე: ევროპელი ელჩი როდესაც კადრულობს, ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერისგან ქირაობს რეზიდენციას, ეს მეტყველებს იმაზე, რომ საერთოდ არაფერი აღარ დარჩა ღირებულებებიდან, რომელიც წარსულში ახასიათებდა ევროპულ ბიუროკრატიას

ევროპელი ელჩი როდესაც ასეთ რამეს კადრულობს, რომ ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერისგან ქირაობს რეზიდენციას, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ საერთოდ არაფერი აღარ დარჩა იმ ღირებულებებიდან, რომელიც წარსულში ახასიათებდა ევროპულ ბიუროკრატიას, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ელჩის ეს ქმედება მეტყველებს იმაზე, რომ ღირებულებები გაცვდა ევროპულ ბიუროკრატიაში.

„ამას როცა ემატება ის, რომ ასეთი ელჩი ქირაობს ჯერ რეზიდენციას კონკრეტული ოპოზიციონერი პოლიტიკოსისგან და შემდეგ ბოლნისში მიყვება ამ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს პრაქტიკულად წინასაარჩევნო ღონისძიებაზე, როდესაც სხვა ტიპის ოპოზიციურ აქტივობებშია პირდაპირ ჩართული, ეს ყველაფერი მეტყველებს ფართო გაგებით კორუფციაზე, რომელიც სამწუხაროდ ღრმად არის გადგმული დღევანდელ ევროპულ ბიუროკრატიაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დავით ჩიხელიძე: არ ვიცი, როდის ან რატომ აირჩია მეუფე იობმა ქვეყნის...

მეუფე იობი ხელისუფლებას რწმენისგან დაცლაში ადანაშაულებს, მაშინ, როდესაც პირველ რიგში, თავად დაიცალა რწმენისგან, საკუთარ თავს მარტივი კითხვა დაუსვას, რამდენად შეესაბამება მისი ქმედებები იმ რწმენასა...