ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაინტერესებს რამდენად მყარია ღირებულებების აღქმა ევროპულ ბიუროკრატიაში. ამიტომ გვაქვს ასეთი მძაფრი რეაქცია ადეიშვილის ვიზიტზე

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის წერილი შეაფასა, რომელიც მან ზურაბ ადეიშვილის ვიზიტებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„ძალიან სწორი აქცენტია [პაპუაშვილის წერილში]. ეს არის ფუნდამენტური საკითხი. ღირებულებების საკითხი და ამიტომ ვაქცევთ ამხელა ყურადღებას ადეიშვილის ვიზიტს ბრიუსელსა თუ ბერლინში. ჩვენ გვაინტერესებს რამდენად მყარია ღირებულებების აღქმა ევროპულ ბიუროკრატიაში. ამიტომ გვაქვს ასეთი მძაფრი რეაქცია ამ ვიზიტზე. ეს არის მთავარი საკითხი, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ევროპული ბიუროკრატია არის სამართლის, უზენაესობის პრინციპის ერთგული“, – აღნიშნა პრემიერმა.

ქართველი ხალხი მოელის, რომ ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები ერთგულნი იქნებიან ჩვენი საერთო ღირებულების კანონის უზენაესობის მიმართ, უარს იტყვიან რუხ ზონებზე და საჭირო ნაბიჯებს გადადგამენ. კანონის უზენაესობა ევროკავშირში არჩევითი კი არა, აუცილებელია – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თამთა მეგრელიშვილი: საერთაშორისო არენაზე განვითარებული პროცესების ანალიზი აჩვენებს, რომ დღეს სასწორზე...

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს შეკრება გარე ძალების სტრატეგიასა და მიზნებს...